წერეთლის გამზირსა და ე.წ. დიდუბის ხიდზე, სარეაბილიტაციო სამუშაოების მოსამზადებელი ეტაპი დაიწყო. უშუალოდ გზის რეაბილიტაცია კი ხვალ დილიდან დაიწყება. იმისთვის, რომ გზის სავალი ნაწილი სრულად არ ჩაიკეტოს, დაგეგმილია ეტაპობრივი რეაბილიტაცია. სარემონტო სამუშაოები, უწყვეტ რეჟიმში, 24 საათის განმავლობაში გაგრძელდება. დედაქალაქის მერის მოადგილის, ირაკლი ბენდელიანის განცხადებით, მოხდება როგორც მიწის ზედა ასევე მიწის ქვეშა კომუნიკაციების სრული რეაბილიტაცია. ე.წ. დიდუბის ხიდის რეაბილიტაცია, ოქტომბერში უნდა დასრულდეს, ხოლო წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია მომავალი წლის იანვრის თვეში. რაც შეეხება პროექტის ღირებულებას, წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია 28 მლნ ლარზე მეტი, ხოლო ხიდის, ოთხი მლნ ლარი დაჯდება.