წერეთლის №99-სა და №101-ს შორის მდებარე ეზოში გამწვანებული სივრცე მოეწყობა

დიდუბეში, წერეთლის 99 და 101 ნომერში მცხოვრებლები ავტოფარეხების ნაცვლად რეკრეაციული სივრცის მოწყობას თანხმდებიან.

მოქალაქეები მერიის ინიციატივას გამოეხმაურნენ.

ადგილობრივებს ქალაქის მთავრობის წევრებთან ერთად კახა კალაძე შეხვდა.

შიდა ეზოში გამწვანებული ტერიტორია შესაბამისი ინფრასტრუქტურით 15 ავტოფარეხის ადგილზე უნდა მოეწყოს.