წარმატებული სპორტსმენები დააჯილდოვა კახა კალაძემ. ევროპის და მსოფლიო ჩემპიონატების, ოლიმპიური და პარაოლიმპიური თამაშების პრიზიორებსა და ქალთა გუნდების ეროვნული ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში გამარჯვებულ გუნდებს, თბილისის მერიის სახელით ფულადი და სიმბოლური პრიზები გადაეცათ. ღონისძიებას თბილისის მერი, პარლამენტის, საკრებულოს, სპორტული უწყებების, სპორტული ფედერაციების წარმომადგენლები და სპორტსმენები დაესწრნენ.