წარჩინებული მოსწავლეების დაჯილდოება

ზუგდიდში, 2023-24 სასწავლო წლის წარჩინებული მოსწავლეები ოქროსა და ვერცხლის მედლებით დაჯილდოვდნენ.

მედალოსნებს სიგელები და საჩუქრები ზუგდიდის მერმა მოადგილეებთან ერთად გადასცა. ჯამში დაჯილდოვდა 177 წარმატებული მოსწავლე. მათ შორის 134 ოქროს, 43 კი ვერცხლის მედალოსანია.