წამყვანი და მენტორი მასწავლებლობის მსურველები პროფესიულ უნარებში გამოცდას პირველად ჩააბარებენ. 2022 წლის ზაფხულში, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი მასწავლებლებისთვის სტატუსის ასამაღლებლად გამოცდების ჩატარებას უზრუნველყოფს. მასწავლებლის პროფესიული სტანდარტის შესაბამისად, უკვე შემუშავებულია საგამოცდო პროგრამები, რომლებიც განთავსდება შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე.
სტატუსის ამაღლება პედაგოგებისთვის სავალდებულო არ არის და ემსახურება მხოლოდ მასწავლებლების პროფესიული წინსვლის ხელშეწყობას, რაც მათ ანაზღაურებაზე აისახება.