გაერო-ს რეზოლუცია, აშშ-ის მხარდაჭერა, გამოხმაურებები ევროკავშირიდან და ჩვენს ქვეყანაში დამტკიცებული პოლიტიკური დოკუმენტი – საერთო შინაარსი და საერთო ადრესატი – რუსეთი. წამოვა თუ არა დათმობებზე კრემლი ჟენევის 43 რაუნდზე. სწორედ არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებამ დააყენა კითხვის ნიშნის ქვეშ ფორმატის ქმედითობა. ოკუპირებულ ტერიტორიაზე მომხდარი ტრაგედია ზუსტად სამ დღეში დისკუსიის საკვანძო საკითხი იქნება.
მოხერხდება თუ არა ამჯერად საქართველოსთვის ხელშესახები შედეგის მიღწევა და არის თუ არა კონფლიქტში ჩართული მხარეების მზაობა.
დეტალები ჩვენს რეპორტაჟში.