წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ერთი სოფლის პრობლემები

ინფრასტრუქტურული პრობლემების გამო დაცლის საფრთხე ემუქრება ოკუპირებული აფხაზეთის მოსაზღვრე სოფელ ქალაღალს. ეს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ფახულანის თემის სოფელია. ადგილობრივების პრობლემებზე „მოამბემ“ რეპორტაჟი სამი წლის წინაც მოამზადა, თუმცა როგორც აღმოჩნდა, სოფლის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა – ამორტიზებული გზა კვლავ მოუგვარებელია.

როგორ და რა ვადებში გეგმავს ადგილობრივი მთავრობა არსებული პრობლემების გადალახვას და მანამდე რა პირობებში ცხოვრობენ საოკუპაციო ხაზის მოსაზღვრე სოფლის წარმომადგენლები, ნახეთ ნატო ბერულავასა და მურად ფარცვანიას სიუჟეტში.