ვუდროფის საქმე - გამოკითხვა პროკურატურაში

აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს თანამშრომლის, ფრედი ვუდროფის მკვლელობის საქმეზე გასამართლებული ანზორ შარმაიძე, რომელიც მისი საქმის გადახედვას ითხოვს, უკვე 4 საათია გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფება. ანზორ შარმაიძე, რომელმაც 1993 წელს მომხდარი მკვლელობის საქმეზე 15 წლიანი სასჯელი მოიხადა, აცხადებს, რომ უდანაშაულოა და მისი საქმის გადახედვა უნდა მოხდეს. მან საგამოძიებო უწყება ცოტა ხნის წინ დატოვა.