აბრეშუმის ქარხანაში „ვორქშოფ ფესტი“ გაიხსნა – ორი დღის განმავლობაში ფესტივალი 5 000-ზე მეტ სტუმარს უმასპინძლებს, სადაც ვიზიტორებს საშუალება ეძლევათ, ჩაერთონ 700-მდე ინტერაქციულ ვორქშოფში. ვორქშოფები თემატურად არის დაყოფილი, მათ შორისაა: ხელოვნური ინტელექტის გამოყენება, დრამზე დაკვრა, ხალიჩების ქსოვა, ტანგოს ვორქშოფი, დეკორატიული ლესვა, ხმის ინჟინერია და მცენარეების მოვლა.