ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართვა

„დიდი ხანია, რუსეთისთვის ისეთი ენერგეტიკული სანქციების დაწესების დროა, რომლებიც არა მხოლოდ შეზღუდავს ნავთობიდან და გაზიდან მიღებულ ფულს მოსკოვისთვის, არამედ სამართლიანობასაც აღადგენს“, – ამის შესახებ ყოველდღიურ მიმართვაში უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა. ვოლოდიმირ ზელენსკი ამ განცხადებით, რუსულ ნავთობზე საფასურის ზედა ზღვრის დაწესების შესახებ, დიდი შვიდეულის ქვეყნების გადაწყვეტილებას გამოეხმაურა. პრეზიდენტი ფიქრობს, რომ ლიმიტი უნდა დაწესდეს რუსული გაზის ფასზეც. ზელენსკიმ პარტნიორებს შეახსენა, რომ უკრაინის დაცვა ევროპისა და დემოკრატიული სამყაროს დაცვაა.