„მივიღეთ გარკვეული სიგნალები დელეგაციასთან ერთად გავაანალიზებთ რაც მოვისმინეთ და გადავწყვეტთ როგორ გავაგრძელებთ მოლაპარაკებების მეორე რაუნდს“ – აღნიშნა მორიგ განცხადებაში ვოლოდიმირ ზელენსკიმ. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, მოლაპარაკებები მიმდინარეობდა უკრაინის ტერიტორიების, დაბომბვის ფონზე და რუსეთი ასეთი მარტივი გზით ცდილობს ზეწოლას. ზელენსკიმ ასევე აღნიშნა რომ, სამართლიანი მოლაპარაკებები შეიძლება იყოს მაშინ, როდესაც ერთი მხარე არ ურტყამს მეორეს რეაქტიული არტილერიით ზუსტად მოლაპარაკების პროცესში. პრეზიდენტმა ხარკოვზე განხორციელებულ იერიშზეც ისაუბრა და თქვა, რომ ამ დანაშაულისთვის აუცილებლად იქნება საერთაშორისო ტრიბუნალი.