უკრაინის პრეზიდენტი რუს სამხედროებს ჩაბარებასა და შედეგად გადარჩენას სთავაზობს. ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ მორიგ ვიდეომიმართვაში განაცხადა. მან ასევე მადლობა გადაუხადა რუსეთის იმ მოქალაქეებს, რომლებსაც არ ეშინიათ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის გააპროტესტოს. პრეზიდენტმა ისაუბრა ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების მეოთხე პაკეტზე და თქვა, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია. ვიდეომიმართვისას, ზელენსკიმ საგადასახადო რეფორმის შესახებ გამოაცხადა, რომელიც სხვა ზომებთან ერთად, ბიზნესის ყველა სახის შემოწმების გაუქმებას ითვალისწინებს.