ვიბრძვით ჩვენი ქვეყნისთვის აბსოლუტურად ყველა ფრონტზე. ვიბრძვით როგორც ძალით, ისე დიპლომატიურ ფრონტზე, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. ვესაუბრე მსოფლიო ლიდერებს, ვუთხარი, კიდევ რა პასუხს ელოდებიან უკრაინელები დასავლეთისგან ამ აგრესიაზე და შევუთანხმდი ჩვენი სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვან ახალ დახმარებაზე, – განაცხადა ზელენსკიმ.
„უფრო მარტივია იმის ჩამოთვლა, რომელ მსოფლიო ლიდერთან არ მისაუბრია, ჩვენ ამას ვაგრძელებთ. დღეს საუბარი მქონდა პრეზიდენტ მაკრონთან, შოლცთან, რუტესთან, ქალბატონ ფონ დერ ლაიენთან, აშშ-ის პრეზიდენტთან. ვუთხარი, კიდევ რა პასუხს ელოდებიან უკრაინელები დასავლეთისგან ამ აგრესიაზე და შევუთანხმდი ახალ დახმარებაზე, ახალ მხარდაჭერაზე, ჩვენი სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვან დახმარებაზე. ჩვენი მთავარი მიზანია ამ ბრძოლის დასრულება. მტრის დანაკარგი ძალიან, ძალიან სერიოზულია. ეს არის ასობით მოკლული სამხედრო, რომლებმაც ჩვენი საზღვარი გადმოკვეთეს და ჩვენს მიწაზე გადმოვიდნენ. სამწუხაროდ, ჩვენც გვაქვს დანაკარგი. უკრაინელები გმირულად უწევენ წინააღმდეგობას აგრესიას“, – ამბობს ზელენსკი.