ვოლოდიმირ ზელენსკი თურქეთის პრეზიდენტს მადლობას უხდის

თურქეთმა რუსული სამხედრო გემებისთვის შავი ზღვა ჩაკეტა – ინფორმაციას ვოლოდიმირ ზელენსკი ავრცელებს. „მინდა, მადლობა „გადავუხადო თურქეთის პრეზიდენტსა და თურქ ხალხს მათი ძლიერი მხარდაჭერისთვის“. როგორც ზელენსკი აღნიშნავს, შავ ზღვაში რუსული სამხედრო გემების გასვლის აკრძალვა და მნიშვნელოვანი სამხედრო და ჰუმანიტარული დახმარება უკრაინისთვის დღეს ძალიან მნიშვნელოვანია.

მოამბე