ვლადიმერ ზელენსკიმ საქართველოს პრეზიდენტი უკრაინაში მიიწვია. ორი ქვეყნის ლიდერს შორის მოლაპარაკებები პოლონეთის დედაქალაქში, ვარშავაში შედგა. ორმხრივ შეხვედრაზე მხარეებმა უკრაინა-საქართველოს ურთიერთობის გაძლიერებასა და ერთობლივ მიზნებზე ისაუბრეს.
აღინიშნა, რომ საქართველოსა და უკრაინას მსგავსი გამოწვევები და მიზნები აქვთ და ორმა ქვეყანამ მათი გადაჭრის გზები ერთად უნდა ეძებოს. სალომე ზურაბიშვილი პოლონეთის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტით იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში, ასევე დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები ბულგარეთის, ესტონეთისა და სლოვაკეთის პრეზიდენტებთან.
პოლონეთში ვიკა ბუკია მუშაობს.