„უკრაინაში რაც ხდება, რუსეთისთვის სიცოცხლისა და სიკვდილის საკითხია, რომელმაც შეიძლება განსაზღვროს რუსეთის ბედისწერა“– ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა რუსულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.
„ის, რაც ხდება უკრაინის ფრონტზე, მათთვის არის ტაქტიკური პოზიციების გაუმჯობესება, მაგრამ ჩვენთვის ეს ჩვენი ბედისწერა, სიცოცხლისა და სიკვდილის საკითხია“, – ამბობს პუტინი. პარალელურად, რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი აცხადებს, რომ თუ 1991 წლის საზღვრებთან დაბრუნებას შეეცდებიან, რუსეთი მთელს არსენალს გამოიყენებს. მედვედევის თქმით, ამის ნებისმიერი მცდელობა გლობალურ ომს და ბერლინზე, ლონდონსა და ვაშინგტონზე დარტყმებს გამოიწვევს.
„ბირთვულ სახელმწიფოებს არასდროს წაუგიათ ომი, რომელშიც საკუთარ მამულს იცავენ“- თქვა მედვედევმა.