რუსეთისა და მისი მოქალაქეების ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფასთან დაკავშირებით, ცალკეული ზომების შესახებ, პუტინის მიერ ხელმოწერილ ტექსტში ვკითხულობთ, რომ კრიმინალური და სხვა უკანონო ქმედებებისგან უსაფრთხოების დაცვის მიზნით, რუსულ ავიაკომპანიებს დროებით ეკრძალებათ საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვები, მათ შორის კომერციულიც, რუსეთის ფედერაციის ტერიტორიიდან საქართველოს მიმართულებით. ასევე პუტინმა დაავალა ტუროპერატორებს, აკრძალვის პერიოდში არ გასცენ საგზურები რუსეთიდან საქართველოში.