რუსეთში ჩრდილოეთ კორეის სამხედროების ყოფნასთან დაკავშირებულ ფოტოებს ეხმაურება ვლადიმერ პუტინი. აღნიშნულთან დაკავშირებით მას კითხვა ყაზანში, „ბრიქსის“ სამიტის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე დაუსვეს. „ეს სერიოზული რამაა. თუ ფოტოები არსებობს, ესე იგი, ისინი რაღაცას ასახავენ“, – აღნიშნა პუტინმა. მისივე თქმით, მოსკოვს არასდროს ეპარებოდა ეჭვი, რომ ჩრდილოეთ კორეა სერიოზულად ეკიდება სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულების განხორციელებას.