ვლადიმერ პუტინის განცხადება

ვლადიმერ პუტინის განცხადებით, ნანობს რომ რუსეთმა უკრაინაში აქტიური მოქმედებები უფრო ადრე არ დაიწყო, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ტელეკომპანია „რასია 1“-თან ინტერვიუში განაცხადა. მისივე თქმით, რუსეთს ომი არ დაუწყია, ის მხოლოდ ომის შეჩერებას ცდილობს. ჟურნალისტის კითხვაზე, ვინ არის უკეთესი რუსეთისთვის აშშ-ის შესაძლო ლიდერებს შორის – ამჟამინდელი პრეზიდენტი ჯო ბაიდენი თუ დონალდ ტრამპი, პუტინმა უპასუხა რომ ბაიდენი, რადგან ის უფრო გამოცდილი და პროგნოზირებადია. ამასთან, რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ნატო არის აშშ-ის საგარეო პოლიტიკის ინსტრუმენტი და თუ ისინი ფიქრობენ, რომ არ სჭირდებათ, ეს მათი გადაწყვეტილებაა.