ვლადიმერ პუტინის განცხადება

„რუსეთს სპეციალური სამხედრო ოპერაციის მიზნებისთვის ჯერ არ მიუღწევია“ – განუცხადა ვლადიმერ პუტინმა ამერიკელ ჟურნალისტს ინტერვიუში. რუსეთის პრეზიდენტის განმარტებით, მათი ერთ-ერთი მიზანი დენაციფიკაციაა, რომელზეც სტამბოლში გამართულ მოლაპარაკებებზეც ისაუბრეს. პუტინის განცხადებით, მოლაპარაკებები მათი ინიციატივით არ დასრულებულა. მას ევროპელმა ლიდერებმა უთხრეს, რომ დოკუმენტის საბოლოო ხელმოწერისთვის რუსეთმა საჭირო პირობები უნდა შექმნას. პუტინმა ასევე განმარტა, რომ უკრაინიდან ჯარების გაყვანის შემდეგ უკრაინელმა მომლაპარაკებლებმა „ნაგავში გადაყარეს“ შეთანხმება, რომელსაც სტამბოლში მიაღწიეს და მოემზადნენ ხანგრძლივი შეიარაღებული დაპირისპირებისთვის. პუტინის თქმით, ადრე თუ გვიან, მოსკოვი და კიევი შეთანხმებას მიაღწევენ და ხალხებს შორის ურთიერთობა აღდგება.