„რუსეთს არ აქვს ისეთი პრობლემები შვედეთთან და ფინეთთან, როგორიც უკრაინასთან, თუმცა ამ ქვეყნებში ნატო-ს სამხედრო ინფრასტრუქტურის განთავსების შემთხვევაში, მოსკოვი იძულებული გახდება, სარკისებური ზომით უპასუხოს“, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა. ვლადიმერ პუტინის თქმით, „არ შეცვლილა უკრაინაში სპეცოპერაციის მიზანი, რომლის შესახებაც მან 24 თებერვალს განაცხადა“, თუმცა შესაძლოა, ტაქტიკა განსხვავებული იყოს. პუტინის განცხადებით, საბოლოო მიზანი – დონბასის გათავისუფლებაა.