ვლადიმერ პუტინი მეოთხე ვადით რუსეთის პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას შეუდგა
ვლადიმერ პუტინი მეოთხე ვადით რუსეთის პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას ოფიციალურად შეუდგა.
პუტინმა კრემლის დიდ სასახლეში ფიცი ცოტა ხნის წინ დადო. ფიცის დადების შემდეგ ვლადიმერ პუტინმა მადლობა გადაუხადა რუსეთის მოქალაქეებს არჩევნებში მხარდაჭერისთვის. მისი თქმით, რუსეთი უნდა იყოს თანამედროვე და დინამიური და თამამად მიიღოს დროის გამოწვევები, რადგან ისტორია მოდუნებას არავის პატიობს. ვლადიმერ პუტინმა ასევე განაცხადა, რომ რუსეთი დიალოგისთვის მზად არის და პარტნიორებთან ერთად ინტეგრაციულ პროექტებს განავითარებს.
ინაუგურაციამდე ორი დღით ადრე, რუსეთის ათობით ქალაქში ვლადიმერ პუტინის პრეზიდენტობის წინააღმდეგ საპროტესტო გამოსვლები გაიმართა, რა დროსაც პოლიციამ 1600-მდე ადამიანი დააკავა.
მშვიდობიანი დემონსტრანტების დაკავება დაგმო ევროკავშირმა და ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა.