რომელია ყველაზე მონახულებადი დაცული ტერიტორიები საქართველოში – ვიზიტორთა სტატისტიკის მიხედვით, პირველ ხუთ ადგილს პრომეთეს მღვიმე, მარტვილის კანიონი, სათაფლია, მტირალას ეროვნული პარკი და წალკის კანიონი იკავებენ, რომლებსაც ჯამში 619 743 ვიზიტორი ეწვია. გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მაჩვენებელი ათი პროცენტით არის გაზრდილი. აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოს დაცული ტერიტორიების მიმართ გაზრდილია საერთაშორისო ვიზიტორების ინტერესიც.