ვიზიტორების უპრეცედენტო რაოდენობა. გასული 2017 წლის განმავლობაში საქართველოს საერთო ჯამში 7.5 მილიონი ადამიანი ეწვია. ქვეყანამ კი სამი კვარტლის ჯამური მონაცემებით უცხოური ტურიზმიდან 2.2 მილიარდი დოლარი შემოსავალი მიიღო. წინა წელთან შედარებით ეს 29 %-თ მეტია. საქართვეოში ყველაზე მეტი ადამიანი მეზობელი სახელმწიფოებიდან – სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, რუსეთიდან, თურქეთიდან და ირანიდან შემოვიდა. საქართველოს, როგორც ტურისტული ქვეყნის მიმართ ინტერესი გაიზარდა ევროპის ისეთი სახელმწიფოებშიც, როგორებიცაა გაერთანებული სამეფო, ნიდერლანდები, ესპანეთი, საფრანგეთი და გერმანია. ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ მეზობელი სახელმწიფოებისთვის საქართველოში ყველაზე მიმზიდველი ადგილი თბილისი და შავი ზღვის სანაპიროა, ხოლო ევროპელები უპირატესობას მთის კურორტებსა და ღვინის ტურიზმს ანიჭებენ.