ვიზიტის შეჯამება

„სტრატეგია აღმაშენებლის“ წვერებმა ამერიკაში გამართულ შეხვედრებზე საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ თემებზე იმსჯელეს. პარტიის წარმომადგენლებმა ვიზიტი შეაჯამეს და აღნიშნეს, რომ ამომრჩევლებს დისკუსიებთან დაკავშირებით, დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს. შეხვედრები შედგა კონგრესმენებთან და სენატორებთან. გიორგი ვაშაძის ინფორმაციით, შეერთებული შტატები ყურადღებით აკვირდება ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს.