ვიზიტი სტრასბურგში

გიგი უგულავას დაკავებაზე მმართველი პარტიის ლიდერებს სტრასბურგშიც მოუწევთ საუბარი.

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი და გენერალური მდივნები ევროპარლამენტარებს ხვდებიან. ირაკლი კობახიძე და კახა კალაძე დეპუტატებს ბოლო პერიოდში საქართველოში განვითარებულ პოლიტიკურ მოვლენებზე, მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებზე და საარჩევნო საკითხებზე მიაწვდიან ინფორმაციას. ბუნებრივია, საუბარი იქნება სწორედ საარჩევნო სისტემის გარშემო საერთაშორისო პარტნიორების შუამავლობით დაწყებულ მოლაპარაკებებზეც, რომელიც ახლა შეჩერებულია. ამ თემებზე კითხვებს ევროპარლამენტარები ხვალაც დასვამენ, – სტრასბურგში საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის სხდომა იგეგმება.

ნოდარ ჩაჩუა აშუქებს მმართველი პარტიის ლიდერების ვიზიტს.