ვიზალიბერალიზაციის ოთხი წელი

ოთხი წელი ისტორიული თარიღიდან – ვიზალიბერალიზაციიდან. 2017 წლის 28 მარტის შემდეგ, საქართველოს მოქალაქეები ევროკავშირის ქვეყნებში უვიზოდ მგზავრობენ. ამ შესაძლებლობით საქართველოს ნახევარ მილიონზე მეტმა მოქალაქემ უკვე ისარგებლა. სადღესასწაულო ღონისძიების შემდეგ, 2017 წელს, პირველი რეისები ათენსა და ბრიუსელში შესრულდა.  უდიდესი პოლიტიკური მნიშვნელობის გადაწყვეტილება, რომლითაც ქვეყანა ევროპულ ოჯახს კიდევ უფრო დაუახლოვდა, როგორც სანდო და ღირსეული პარტნიორი, – ასეთია საგარეო უწყების შეფასება.

საქართველოს მოქალაქეებს ვიზის გარეშე, მოკლევადიანი, 90-დღიანი ვიზიტით შეუძლიათ შენგენის ზონის ქვეყნებს ესტუმრონ. ოთხი წლის წინ, ისტორიული გადაწყვეტილების ამოქმედებისთანავე, საქართველოს მთავრობამ ამ შესაძლებლობით სარგებლობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებლებსაც შესთავაზა.

მოამბე