მიხეილ სააკაშვილი საქართველოში მკურნალობაზე ისევ უარს აცხადებს. კლინიკა „ვივამედის“ კლინიკური დირექტორის, ზურაბ ჩხაიძის განცხადებით, მას შემდეგ, რაც ყოფილი პრეზიდენტი გიული ალასანიამ მოინახულა, არაფერი შეცვლილა. მისი განმარტებით, პაციენტი ისევ მცირე ულუფებით იღებს საკვებს და უარს ამბობს პარენტერალურ კვებასა და ინფუზიურ თერაპიაზე. ზურაბ ჩხაიძის თქმით, თუ ასე გაგრძელდება, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდება. მანამდე, კლინიკა „ვივამედის“ დირექტორმა ზურაბ ჩხაიძემ ექსპრეზიდენტის ოჯახის წევრებს მოუწოდა, დაერწმუნებინათ ის, რომ დაქვემდებარებულიყო მკურნალობას.