კლინიკა ვივამედი არ გასცემს რეკომენდაციას მიხეილ სააკაშვილი ფიზიკურად დაესწროს სასამართლო პროცესს . ამის შესახებ განცხადება „ვივამედის“ გენერალურმა დირექტორმა გააკეთა. მისი განმარტებით, მსგავსი ტიპის რეკომენდაცია კლინიკას არასდროს, არცერთი პატიმრის შესახებ გაუცია. კლინიკის პოზიციას ეხმაურება სააკაშვილის ინტერესების დამცველი შალვა ხაჭაპურიძე. მისი თქმით, ყველა პატიმარს აქვს უფლება დაესწროს საკუთარ სასამართლო პროცესს. ხაჭაპურიძის განცხადებით, დაცვის მხარე კვლავ მოითხოვს მიხეილ სააკაშვილის ფიზიკურ დასწრებას სასამართლო პროცესზე.