ზურაბ ჯაფარიძე მისი დალუქული ბარის კვლავ გახსნას გეგმავს.
ბარი სახელწოდებით „ჯაფარასთან“ პარტია „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერმა თვითნებურად ორი დღის წინ გახსნა. მას აკრძალული ეკონომიკური საქმიანობის გამო ჯერ 2000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა, განმეორებითი შემთხვევის გამო კი სისხლის სამართლის საქმე აღიძრა და მისი ბარი დაილუქა. ჯაფარიძის თქმით, ის მიზანმიმართულად აღრვევს კანონს, რადგან მიიჩნევს, რომ არსებული რეგულაციები ადამიანების უფლებებს ზღუდავს.