ზუგდიდში დაინფიცირებულ მამაკაცთან კავშირში მყოფი 25 პირი უკვე კარანტინშია.
რვა ადამიანი კი თვითიზოლაციაში გადაიყვანეს, მათ შორის 15 არასრულწლოვანია. ზომების მიღება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც ინფიცირებული მამაკაცის დედას და ორ შვილს „კოვიდ 19“ დაუდგინდა. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ადგილობრივი ცენტრის ხელმძღვანელის ინფორმაციით, ღრმა ეპიდკვლევა მიმდინარეობს მათ შორის იმ ქალაქებში, სადაც 4-დან 7 მაისის ჩათვლით მამაკაცმა შიდა გადაზიდვები განახორციელა. ამ პერიოდში ინფიცირებული მძღოლი ზუგდიდში, ფოთში, თბილისში, მარნეულში, მესტიასა და რუსთავში იმყოფებოდა. პაციენტების ნაწილი რუხის კლინიკაში მკურნალობს, ინფიცირებული მამაკაცი კი თბილისში გადმოიყვანეს.