ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო ზაპოროჟიეს ატომურ სადგურზე საერთაშორისო სპეციალისტების მუდმივად ყოფნის ორგანიზებას მონიტორინგს გაუწევს, – ამის შესახებ სააგენტოს დირექტორმა განაცხადა.
როგორც ექსპერტები ვარაუდობენ, საერთაშორისო ინსპექტორების ნაწილი ზაპოროჟიეს სადგურზე 3 სექტემბრამდე დარჩება. დელეგაცია ევროპის უმსხვილესი სადგურის ტერიტორიაზე გუშინ შევიდა.
შეგახსენებთ, რომ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური მარტის შემდეგ რუსეთს აქვს ოკუპირებული. აგვისტოს დასაწყისიდან მოსკოვი და კიევი სადგურის მისამართით ცეცხლის გახსნაში ერთმანეთს ადანაშაულებენ.