ვითარება ზაპოროჟიეს ატომურ სადგურზე

12:20, 02.09.2022

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო ზაპოროჟიეს ატომურ სადგურზე საერთაშორისო სპეციალისტების მუდმივად ყოფნის ორგანიზებას მონიტორინგს გაუწევს, – ამის შესახებ სააგენტოს დირექტორმა განაცხადა.

როგორც ექსპერტები ვარაუდობენ, საერთაშორისო ინსპექტორების ნაწილი ზაპოროჟიეს სადგურზე 3 სექტემბრამდე დარჩება. დელეგაცია ევროპის უმსხვილესი სადგურის ტერიტორიაზე გუშინ შევიდა.

შეგახსენებთ, რომ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური მარტის შემდეგ რუსეთს აქვს ოკუპირებული. აგვისტოს დასაწყისიდან მოსკოვი და კიევი სადგურის მისამართით ცეცხლის გახსნაში ერთმანეთს ადანაშაულებენ.

მსგავსი