ხარკოვზე კონტროლი უკრაინელებმა დაიბრუნეს, – ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ გუბერნატორ ოლეგ სინეგუბოვზე დაყრდნობით ავრცელებს. გუბერნატორი ტელეგრამზე წერს, რომ ხარკოვზე კონტროლი აღდგენილია. „შეიარაღებული ძალები, პოლიცია და თავდაცვის ძალები მუშაობენ, ქალაქი მტრისგან სრულადაა გაწმენდილი“, – წერს გუბერნატორი. ამასთან, უკრაინა რუსული სამხედრო დანაკარგების შესახებ ახალ ინფორმაციას ავრცელებს. უკრაინაში აცხადებენ, რომ განადგურებულია 4 300-მდე რუსი სამხედრო. უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ინფორმაციით, სამდღიანი საომარი მოქმედებების შედეგად, რუსეთს საოკუპაციო ძალებმა უკრაინაში 27 თვითმფრინავი, 26 ვერტმფრენი, 146 ტანკი, 706 ჯავშანტრანსპორტიორი, 49 ქვემეხი, „ბუკის“ ერთი სისტემა, „გრადის“ ოთხი სისტემა, 30 ავტომობილი, 60 ტანკერი, ორი უპილოტო საფრენი აპარატი და ორი ნავი დაკარგა.