ვითარება უკრაინაში - შეფასებები

უკრაინაში საქართველოს საკონსულო მუშაობის საგანგებო რეჟიმზეა და საქართველოს მოქალაქეებს დახმარებას გაუწევენ, თუ სიტუაცია დაიძაბება და მათი ევაკუაცია გახდება საჭირო, – განცხადება პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ხელმძღვანელმა გააკეთა.

ასევე, საგარეო საქმეთა სამინისტრომ გუშინ გაავრცელა განცხადება, რომლითაც საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდა, კავშირზე დარჩნენ საქართველოს საელჩოსთან, როგორც ოპერატიული ინფორმაციის მიღების, ისე მოქალაქეების მხრიდან უკრაინის ტერიტორიის დატოვების გადაწყვეტილების შემთხვევაში, ლოჯისტიკური და საინფორმაციო მხარდაჭერისთვის.