უკრაინაში ვითარება კვლავ უკიდურესად დაძაბულია. სროლებისა და აფეთქებების ხმა ქვეყნის მასშტაბით ამ დრომდე ისმის. დღეს ომის მე-6 დღეა. განსაკუთრებული ყურადღება კვლავ დედაქალაქზეა. რუსეთის 64-კილომეტრიანი სამხედრო კოლონა კიევის გარეუბანთან იმყოფება. საუბარია, ჯავშანტექნიკაზე, ტანკებსა და სხვა სამხედრო სატრანსპორტო საშუალებებზე. უკრაინის სამხედრო-საჰაერო ძალების სარდლობის ცნობით, უკრაინა 70 სამხედრო თვითმფრინავს მიიღებს ევროკავშირის დახმარების ფარგლებში.