24 საათზე მეტი რუსული ინტერვენციის დაწყებიდან. მთელი ყურადღება ახლა უკრაინის დედაქალაქისაკენ არის მიმართული. გამთენიისას უკრაინის საჰაერო დაცვამ ოკუპანტების საფრენი ობიექტი ჩამოაგდო. ისმოდა აფეთქებების ხმა, თუმცა კიევში დღეს განგაშის სიგნალი არ ჩართულა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსული ჯავშანტექნიკა ახლა უკრაინის დედაქალაქისაკენ მიემართება. რატი ხვისტანის ჩართვა – ბოლო ცნობები კიევიდან.