ინტერვენციის დაწყებიდან მეორე დღეს, ახლა მთავარი მოვლენები უკრაინის დედაქალაქის სიახლოვეს ვითარდება. გავრცელებული ინფორმაციით, დედაქალაქთან ახლოს, ქალაქ ივანკოვთან იმყოფება ამ წუთებში რუსული ჯავშანტექნიკა, სადაც ბრძოლა მიმდინარეობს. ივანკოვი კიევის საზღვართან მდებარეობს. ამის შემდეგ ვიშგოროდის გავლით, დედაქალაქზე თავდასხმის შესაძლებლობა იხსნება. ამასთან, დაახლოებით 1 საათის წინ, სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა ქალაქ როვნოს აეროპორტთან. ცოტა ხნის წინ, მორიგი განცხადება გააკეთა უკრაინის პრეზიდენტმა. ზელენსკის განცხადებით, რუსეთი იტყუება, როდესაც აცხადებს, რომ სამოქალაქო ობიექტები მათი სამიზნე არ არის.
უკრაინის დედაქალაქში ამ წუთებშიც ისმის აფეთქებების ხმა – რატი ხვისტანის პირდაპირი ჩართვა კიევიდან.