ვითარება უკრაინაში

უკრაინის უშიშროების სამსახურში აცხადებენ, რომ დაკავებულია უცხო ქვეყნის აგენტი, რომელიც კიევში ტერაქტებს გეგმავდა. პარალელურად, რთული რჩება მდგომარეობა უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში, სადაც უკრაინული მხარე ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევებს აფიქსირებს. დღეს უკრაინის საზღვრებთან რუსეთ-ბელარუსის წვრთნები იწყება. მანევრების სერიას დღესვე უკრაინის თავდაცვის სამინისტროც იწყებს.

კიევში „მოამბის“ გადამღები ჯგუფი მუშაობს. ბოლო ინფორმაციას ლევან ახალაია, გიორგი კიკვაძე და ირაკლი გედენიძე მოგვაწვდიან.