„გადამწყვეტი მომენტი დიპლომატიისთვის“ – ასე აფასებენ საერთაშორისო ექსპერტები უკრაინის გარშემო მიმდინარე მოლაპარაკებებს და უკრაინის საზღვრებთან არსებულ მდგომარეობას. უკრაინის თავდაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ ჯერ რუსეთს არ ჰყავს მობილიზებული მთავარი საბრძოლო ჯგუფი და შესაბამისად, შეტევის ალბათობა მცირეა. პარალელურად, რუსი სამხედროების მობილიზება უკრაინის საზღვრებთან გრძელდება. მათ შორის ბელარუსშიც. „მოამბის“ გადამღები ჯგუფი – ლევან ახალაია, ოპერატორი გიორგი კიკვაძე და ფოტორეპორტიორი ირაკლი გედენიძე კიევიდან.