ვითარება უკრაინაში

უკრაინაში დააკავეს პირები, რომლებიც დესტაბილიზაციას გეგმავდნენ. აღნიშნულთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა მინისტრმა ისაუბრა. დენის მონასტირსკის ინფორმაციით, ისინი საპროტესტო აქციების მოწყობას კიევის გარდა, სხვა ქალაქებსა და რაიონებში აპირებდნენ. კონკრეტული ანაზღაურების სანაცვლოდ კი, პროტესტის დროს პოლიციასთან შეტაკებები უნდა მოეწყოთ.

დაკავებულები ასევე გეგმავდნენ კვამლის გამშვები ყუმბარებისა და ბუტაფორიული სისხლის გამოყენებასაც. აქციების ორგანიზებისთვის გამოყოფილი იყო ერთი მილიონი.

ლევან ახალაია უკრაინიდან ჩაგვერთვება.