უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში, უკრაინელმა ჯარისკაცებმა რუსეთის არმიის ტექნიკისა და ცოცხალი ძალის დისლოცირების 8 ადგილზე იერიში მიიტანეს. ამასთან, დონბასში უკრაინელებმა რუსეთის არმიის მიერ 15 დასახლებულ პუნქტთან წამოწყებული იერიშის მოგერიება შეძლეს. პარალელურად, რუსეთი აგრძელებს სარაკეტო დარტყმებს. უკრაინის გენშტაბში აცხადებენ, რომ ბოლო დღის განმავლობაში, რუსმა სამხედროებმა 5 სარაკეტო დარტყმა მიიტანეს უკრაინის ტერიტორიაზე. ამასთან ერთად, მათ 42-ჯერ გაისროლეს ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებიდან. უკრაინის ხელისუფლება აცხადებს, რომ მიუხედავად რუსეთის იერიშებისა, მათ უკვე შეძლეს ელექტროენერგიის მიწოდების ნაწილობრივ აღდგენა და დენი უკვე 6 მილიონზე მეტ ადამიანს მიეწოდება.