ვითარება უკრაინაში

ფსიქოლოგიური ტერორი და წამება: სამშობლოში ტყვეთა გაცვლის შედეგად დაბრუნებული აზოვსტალის მცველები ტყვეთა ბანაკში გატარებულ პერიოდზე დღეს პირველად საუბრობენ. რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ამ დრომდე რჩება პოლკ „აზოვის“ ათეულობით უკრაინელი სამხედრო, რომელთა სასამართლო პროცესს რუსეთი აგვისტოს ბოლოსთვის აანონსებს. საერთაშორისო საზოგადოება მოსკოვს ტყვეების მიმართ ჰუმანური მოპყრობისკენ და საერთაშორისო ნორმების დაცვისკენ მოუწოდებს. ზელენსკი კი, კრემლს წითელი ხაზების არგადაკვეთაზე აფრთხილებს. მოლაპარაკებების პერსპექტივა ისევ ბუნდოვანია, ამ ფონზე უკრაინის აღმოსავლეთზე ინტენსიური შეტევები გრძელდება. რუსეთის საოკუპაციო ძალების კონტროლქვეშ გადასულ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე რისკები ყოველდღიურად იზრდება – ობიექტის მიმდებარე ტერიტორიაზე აფეთქების ხმა დღესაც გაისმა.