შეძლებს თუ არა უკრაინა ფართომასშტაბიანი ომის თავიდან აცილებას და რა პასუხს გასცემს დასავლეთი რუსეთს, სეპერატისტული რეგიონების დამოუკიდებლად აღიარებისთვის. უკრაინის პრეზიდენტი მოუწოდებს მსოფლიოს, მკაცრი სანქციებით უპასუხონ ვლადიმერ პუტინს. ვოლოდიმერ ზელენსკი სულ ცოტა ხნის წინ მედიის წინაშე ესტონეთის პრეზიდენტთან ერთად გამოჩნდა. ამასთან ცნობილი გახდა, რომ კრემლის მისამართით სანქციების დაწესება უკვე დაიწყო გერმანიამ. კერძოდ, საქმე ეხება „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ს, რომელიც არ ამუშავდება. დიდმა ბრიტანეთმა კი „შავ სიაში“ პუტინთან დაახლოებული ბიზნესმენები და 5 რუსული ბანკი შეიყვანა.