შოვში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო და სამძებრო-სამაშველო ღონისძიებები უწყვეტ რეჟიმში გრძელდება. ამ დრომდე 6 ადამიანს ეძებენ. დღეს რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის გუბერნატორი, მაჟორიტარი დეპუტატი გოჩა ენუქიძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები გარემოს ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელთან- და ჰიდროლოგიის ექსპერტთან – ერთად სოფელ გლოლას ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ. გარემოს ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა მოსახლეობას მიაწოდეს ინფორმაცია სტიქიის შედეგად მათი სამსახურების და სპეციალისტების მიერ ჩატარებული მონიტორინგის შესახებ. დღეს, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული პაპუნა მარგველიძე, რაჭა-ლეჩხუმ სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატი გოჩა ენუქიძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები გარემოს ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელთან, ვასილ გედევანიშვილთან და ჰიდროლოგიის ექსპერტ ბესიკ ქავთარიასთან ერთად, სოფელ გლოლას ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ. გარემოს ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა მოსახლეობას მიაწოდეს ინფორმაცია სტიქიის შედეგად მათი სამსახურების და სპეციალისტების მიერ ჩატარებული მონიტორინგის შესახებ, ასევე განაცხადეს შეხვედრის დროს, რომ სტიქიის განმეორების საფრთხე არ არსებობს და რისკები არის მინიმუმამდე დაყვანილი.