რა მდგომარეობაა საქართველოს ტელერეკლამის ბაზარზე. კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია შესაბამისი ანალიზის შედეგებს აქვეყნებს.
საკითხზე მარეგულირებლის თავმჯდომარემ ისაუბრა. კახა ბექაურის განცხადებით, გამოთხოვილი ინფორმაციის დამუშავების შედეგად დგინდება, რომ ბაზარზე ტენდენცია მზარდია, თუმცა, მასზე გარკვეული ზეგავლენა რეკლამის განაწილების მეთოდებს და ინფლაციას აქვს.