გორის მუნიციპალიტეტის სოფელ დვანთან, საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ, ორი ახალი უკანონო კონსტრუქცია გამოჩნდა. რუსი სამხედროები ბოლო ორი კვირაა, სამუშაოებს პერიოდულად აწარმოებენ. ადგილობრივები ჰყვებიან, რომ პროცესი გუშინაც აქტიურად მიმდინარეობდა. დღეს ადგილზე იმყოფებოდნენ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები.
ნინო ფისაძე მუშაობს სოფელ დვანთან და დეტალებს ის ახლა პირდაპირ ეთერში მოგვიყვება.