ვითარება საოკუპაციო ხაზთან - შეფასებები

საოკუპაციო რეჟიმის უკანონო მოქმედებები პოლიტიკური შეფასებების თემაა.

ოპოზიცია ხელისუფლებას უმოქმედობაში ადანაშაულებს. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ საკითხი აქტიურად განიხილება საერთაშორისო პარტნიორებთან და ოფიციალური თბილისი მაქსიმალურად იყენებს მის ხელთ არსებულ მექანიზმებს.