„რუსეთის მიერ დაგეგმილი პროპაგანდისტული ნაბიჯი“, – ასე აფასებენ თბილისში ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო წარმომადგენლების განცხადებას. საგარეო უწყებაში განმარტავენ, რომ რუსეთი ვითარების დაძაბვას მიზანმიმართულად ცდილობს, რაც სიტუაციას ადგილზე კიდევ უფრო ართულებს, მით უფრო იმ პერიოდში, როდესაც მთელი საერთაშორისო საზოგადოების ყურადღება ვირუსთან ბრძოლაზეა გადატანილი.
შეგახსენებთ, რომ ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლების განცხადებით, ოფიციალური თბილისი, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელშეწყობით, პროვოკაციულ ქმედებას ახორციელებს. საოკუპაციო რეჟიმი ირწმუნება, რომ 28-29 მაისს, საოკუპაციო ხაზთან ვერტმფრენები დააფიქსირეს. ამ ინფორმაციას თბილისში კატეგორიულად უარყოფენ.