საოკუპაციო ხაზთან სამხედრო ტექნიკის განსაკუთრებული მობილიზება არ შეინიშნება – ამ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. უწყება განმარტავს, რომ გავრცელებული ინფორმაცია საოკუპაციო ძალებისა და ტექნიკის განსაკუთრებულ მობილიზებაზე, სიმართლეს არ შეესაბამება. რა განცხადებას ავრცელებს სადამკვირვებლო მისია და რა ხდება საოკუპაციო ხაზთან, – ნინო ფისაძე დეტალებით.